უამინდობის გამო, გვიან ღამით თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა.
გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ქანების ჩამოშლა გამოიწვია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში მუშაობას დაიწყებს.
გზაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.
„გაწმენდილია გზა, თუმცა დღესაც უხვი ნალექის გამო საპატრულო პოლიციამ მაინც დააწესა გარკვეული შეზღუდვები ამ მონაკვეთზე. ჩვენი და საგზაო სამმართველოს მხრიდან ტექნიკა მობილიზებულია სრულად და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მყისიერად ჩავერთვებით,“-განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.