17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
"დაისაჯოს გომელაური და გოგაშვილი" - მაჩალიკაშვილების მხარდამჭერი აქცია პანკისში

მაჩალიკაშვილების მხარდასაჭერი აქცია პანკისში - ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასა და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ.

ისინი, სოფელ დუისში 14:00 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.

აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდება, რომელიც დამნაშავეების დასჯას და მისი შვილის უდანაშაულოდ აღიარებას მოითხოვს.

„აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა, სახელმწიფომ თქვას, რომ დაუშვა შეცდომა და იქნას ის ადამიანები დასჯილი. ის გომელაური, ის გოგაშვილი და სპეცრაზმელი. ეს იქნება მოთხოვნა აქციაზე. იყოს გამოძიებული ყველაფერი, რომ სამომავლოდ, როგორც მე და ზაზა ისევე რომ არ გაამწარონ დანარჩენი მშობლები,"-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები