საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებული მსახიობი და მომღერალი კაბუ უკვე ორი თვეა სასამართლოს სხდომის ჩატარებას ელოდება.
კახა აბუაშვილის დედა ჰყვება, რომ პროცესი მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო ჭიანურდება, რის გამოც საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ჯერ ერთი თვე ვერ ვპოულობდით სად იყო. ჩვენ მივედით საელჩოში, დავწერეთ განცხადება, მაგრამ ვინ მიაკითხა? ამ დრომდე არავინ მიაკითხა,“ - ამბობს ცირა აბუაშვილი.
კაბუს გამოძიება ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება, რასაც დაკავებული არ აღიარებს. მსახიობის დედა ამბობს, რომ მისი შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული.