თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთელზე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ადგილობრივები ითხოვენ.
წინასწარი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა 300 კვადრატულ ფართობზე 5 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დროებით, მას შემდეგ შეაჩერა, რაც ის ჯერ ადგილობრივებმა, შემდეგ კი ოპოზიციამ გააპროტესტა.
კორპუსი წერეთლის 11 და 12 ნომერში კორპუსებს შორის შენდება და იერსახეს სრულიად ამახინჯებს.
„როცა დედაქალაქის მერს დეკლარირებული პოზიცია აქვს, რომ რეკრეაცია პრიორიტეტი, ეკოლოგიაა პრიორიტეტი და პრიორიტეტი, რომ არ იქნება უკანონო მშენებლობები. 5-5 მეტრში ახალ კორპუსს ამატებენ კალაძის გადაწყვეტილებით.
გამოსავალი არის,რომ შეაჩერონ მშენებლობა, დაინტერესებული ვინც არის იმას კომპენსაცია მისცენ და ამ ადამიანებს მისცენ სუნთქვის საშუალება“ - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.