სავარაუდო კორუფციული გარიგება ხულოს მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია “დავითს“ შორის - „ნაციონალურმა მოძრაობა“ გამოძიება ითხოვს.
ოფიციალური განცხადებით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯორბენაძემ პროკურატურას დღეს მიმართა.
ხულოს საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით არის შესრულებული და ნაწილობრივ დაუსრულებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, კომპანიამ თანხა სრულად აითვისა.
ოპოზიციური პარტიის წევრი აცხადებს, რომ ხულოს მერია კომპანია “ დავითთან" გარიგებაში შევიდა და დაუსრულებელი გზა ჩაიბარა, რის შედეგადაც ადგილობრივმა ბიუჯეტმა მილიონ ლარზე მეტი იზარალა.