17 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ს დეპუტატის ცემა - სამოქალაქო სექტორი ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს 

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტს სამოქალაქო სექტორი ეხმაურება. რვა არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

არასამთავრობოები მოუწოდებენ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მათ შორის  გამოავლინონ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

"ეს არ არის პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა, ამგვარი ინციდენტები განსაკუთრებით ხშირია წინასაარჩევნო პერიოდებში, მათ შორის აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 22 მაისს კორცხელში განხორციელებული თავდასხმა. თუმცა, არც ერთ წინა შემთხვევაში სამართალდამრღვევი პირების სათანადო დასჯა არ მომხდარა,“- წერია განცხადებაში, რომელსაც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

დღის ამბები