„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რუსთაველის გამზირზე დაკავებულებს იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისთვის, ზაზა სარალიძისთვის გამოხატული სოლიდარობის აქციის დროს დაკავებული აქციის ოთხი მონაწილე „საია-ს“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მათ იურისტებს დაკავების მომენტში გამოვლენილი კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„პოლიციამ უკანონოდ დაგვაკავა, ჩვენი დაკავების არანაირი მოტივი არ არსებობდა. ასევე ვისაუბრეთ, რომ სასამართლოში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ჩვენი სამართალდარღვევების. ჩვენი დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ასევე ვისაუბრეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე. ეს ყველაფერი უკანონოა და არ შეშვენის დემოკრატიულ სახელმწიფოს,“- განაცხადა ტიტე გედენიძემ.