17 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
სტიქია ყვარლის მუნიციპალიტეტში - წვიმის შედეგად 10-ზეტი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დაიტბორა 

ინტენსიური წვიმის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში 10-ზეტი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დაიტბორა. სოფელ გავაზში სტიქიამ საკარმიდამო ნაკვეთებიც დააზიანა.

ადგილზე რამდენიმე საათია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. დატობორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის პროცესი მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობა მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებზე საუბრობს.
მათი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა წლობით მოუგვარებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით კი ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები