17 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
პოლიტიკური კორუფციის შესაძლო საქმე - TI შესწავლის დაწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვს

პოლიტიკური კორუფციის შესაძლო საქმეზე საერთაშორისო გამჭვირვალობა შესწავლის დაწყებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვს. საუბარია გუშინ "კურიერში"  გასულ რეპორტაჟზე სადაც, პარტია "ჩემი სამშობლოს" ლიდერი ყვებოდა, როგორ გადასცა არჩევნების წინ ნახევარი მილიონი ლარი გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიას.

ბლოკს თოფაძე, "მრეწველები", "ჩემი სამშობლო” არჩევნების შემდეგ შევსებულ ფინანსურ დეკლარაციაში მსგავსი ოდენობის შემოწირულობა მითითებული არ აქვს.

ამასთან, ამ ოდენობის შემოწირულობის გაღება ქართული კანონმდებლობით ეკრძალება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. ვინაიდან, სიუჟეტიდან იკვეთება არაერთი შესაძლო კანონდარღვევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერილობით მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეისწავლოს ეს შემთხვევა,-ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები