17 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
სავარაუდოდ კლუბური ნარკოტიკით მოწამლული 22 წლის ბიჭის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა

ამ დრომდე მძიმე რჩება 22 წლის ბიჭი მდგომარეობა - ახალგაზრდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საავადმყოფოში ის ძმასთან ერთად გუშინ მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა ძმის გაჩერებული გულის ამუშავება ვეღარ შეძლეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდებმა ინტოქსიკაცია კლუბური ნარკოტიკით მიიღეს. კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა საუბარი, ეს უკვე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები