შიმშილობის მესამე დღე - ოზურგეთის საკრებულოს მისაღებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია გრძელდება. არ არის გამორიცხული აქციის სამ მონაწილეს დღეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდეს.
დღის ბოლოს მოშიმშილეთაგან ორი შეუძლოდ გახდა. ოზურგეთის საკრებულოში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. მოშიმშილეები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და საკრებულოს იმ 9 წევრისგან, რომლებიც ბესო ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.
„არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას. ვითხოვთ, კვლავ ხელისუფლების მხრიდან რომ გადაიდგას ნაბიჯები და დამნაშავეები ვინც არიან ვინც სადისტურად მომეპარა ზურგიდან და დამესხა თავს დატოვონ თანამდებობა,“-აცხადებს ბესო ქათამაძე.