70 წლის მამაკაცს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
მისი მტკიცებით, მამაკაცმა, რომელთანაც ის ერთი წლის განმავლობაში მეგობრობდა, სასეირნოდ დაპატიჟა, შემდეგ კი დასახლებისგან მოშორებით წაიყვანა და იძალადა.
მომხდარის შესახებ პოლიციას ოჯახმა შეატყობინა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ექსპერტიზის პასუხი ორ კვირაში გახდება ცნობილი.
ოჯახი მამაკაცის დასჯას და ქალისთვის ფსიქოლოგის დახმარებას ითხოვს, რადგან მათივე თქმით, მომხდარის გამო ქალმა თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.
"ჩვენება მივეცი პოლიციას და გააფრთხილეს, რომ აღარ შეეხოო. მოვითხოვ, რომ მკაცრად დაისაჯოს"- ამბობს დაზარალებული.