20 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ახალი პრემიერი და ახალი მთავრობა - უმრავლესობა ბახტაძის გუნდს ენდობა, ოპოზიცია კი მას მწვავედ აკრიტიკებს

დღეს პარლამენტმა დროებითი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე სხდომა დაიწყება, სადაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, დროებითი მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარსდგება. 

მამუკა ბახტაძემ 14 მინისტრი დასამტკიცებლად დღეს უნდა წარადგინოს.

საპარლამენტო უმრავლესობაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურა მისაღებია. 

"ვენდობი იმ გუნდს, რომელსაც აქვს ხედვა და აქვს წარმოდგენა რა ტიპის გამოწვევებია ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ნებისმიერ იმ ადამიანთან, რომელიც ცხოვრობს მაგალითად სოფლად და ელოდება ამ სიკეთის მიღებას“- აცხადებს ეკა ბესელია.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არც ახალ პრემიერს, არც გარდამავალ მთავრობას და არც ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

"მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არის ამორტიზებული, ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას და ფაქტობრივად ერთადერთი ამით ხელისუფლებაში ტივტივის საფუძველი არის ივანიშვილის სურვილი, რომ ისინი იყვნენ ამ მთავრობაში,"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

"ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ სიღარიბის, უმუშევრობისა, ეკონომიკური ზრდის, კრიმინალისა და სხვა მიმართულებებით ახალ პრემიერს პრობლემის გადაჭრის გზებზე პასუხები არ აქვს. 

"ასეთ მძიმე პირობებშია ესეთი ხედვის არმქონე გუნდის დამტკიცება მთავრობაში არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები