17 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
Amnesty international მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს უარყოფითად აფასებს

Amnesty international-მა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები უარყოფითადაა შეფასებული. ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებიც გამოეხმაურნენ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნაზი ჯანეზაშვილი სკეპტიკურად უყურებს რეფორმებს და ამბობს, რომ რეფორმები ტარდება და კანონშიც არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა სასამართლო სისტემაში ისევ რჩება კლანური მმართველობა და მათი არსებობის გამო ეჭვქვეშ დგება რეფორმების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ წევრს, გიორგი მიქაუტაძეს კი მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები ტარდება და ამაზე სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფიც აქტიურად მუშაობს.

დღის ამბები