20 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ოპოზიცია ცდილობს დახატოს აპოკალიფსი... ქვეყანაში კრიზისი არ არის - საპარლამენტო უმრავლესობა

ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში კრიზისული ვითარება არ არის.

„პირველები ვართ ვინც ვაღიარებთ, რომ სიღარიბე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ჩვენი მოვალეობაა ამას ვებრძოლოთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა ოპოზიცია ცდილობს, რომ დახატოს აპოკალიფსი, რომელიც ნამდვილად არ არის ქვეყანაში, არც არავითარი კრიზისია სახელისუფლებო,“- აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე.

რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, განსაკუთრებით კი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატსა და შს მინისტრობის კანდიდატს, დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

„მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრმა, ველით, რომ იქნება წარმოდგენილი ძალიან აქტიური შემადგენლობა, რომელიც უპასუხებს იმ ხედვას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და რომელიც წარმოადგინა მამუკა ბახტაძემ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ იყოს კოორდინაცია და კარგი თანამშრომლობა პარლამენტთან,“- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სრულად მისაღებია საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებისთვის.

დღის ამბები