მესამე დღეა ენმ-ს დეპუტატები ოზურგეთის საკრებულოს მისაღებში შიმშლობენ.
მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ბესო ქათამაძის თავდასხმაში მონაწილე 9 დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ. მოშიმშლეები გურიის გუბერნიას საკრებულოს საქმიანობის უხეშ ჩარევაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეები, ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავანაძე, გურიის გუბერნატორნატორს მერაბ ჭანუყვაძეს უპასუხისმგებლობაში სდებენ ბრალს.
"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ ადამიანები, რომლებმაც ამხელა დანაშაული ჩაიდინეს, რომ თანამდებობები დატოვონ. მოდის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის და მიდის გუბერნიაში, დანარჩენი არავინ არ დადის სამსახურებში, ვხედავთ მხოლოდ, რომ გუბერნიაში წყდება რაღაც საკითხები, რომლებიც მოსახლეობისთვისაც ამ დრომდე უცნობია," - განაცხადა ბესიკ ქათამაძემ.
მიმდინარე აქციის სამ მონაწილეს შესაძლოა, მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდეს.
დღის ბოლოს ორი მოშიმშლე შეუძლოდ გახდა. ოზურგეთის საკრებულოში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.