17 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
მავნებელი მწერი - საყანე ფართობების დამუშავება აბაშის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები დასავლეთ საქართველოში - საყანე ფართობების დამუშავება აბაშის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ”ანჯელის მასივში” უკვე დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია 12 ერთეული ტექნიკა. ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ, დამონტაჟებულია 60 ათასამდე სადგური.

“დღეიდან დაიწყო საყანე ფართობების პერიმეტრების შეწამვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობა იმ ტერიტორიაზე, სადაც არის განთავსებული საყანე სიმინდის ფართობები,“ -აღნიშნა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

დღის ამბები