„ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართავს, როგორც კორპორაციას, საქართველოს კონსტიტუცია ამ კორპორაციის წესდება ჰგონია და როგორც უნდა ისე გამოიყენებს მისი სარგებლის შესაბამისად,“- ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა. ის სამთავრობო ცვლილებებსა და დროებითი მთავრობის შექმნას გამოეხმაურა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის დროებითი მთავრობა მიუღებელია. კორძაიას შეფასებით, გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა რომელიმე მინისტრი ან პრემიერი.
„უცებ წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა, რას ამბობს მაშინ პარლამენტი მთელ ამ პროცესთან დაკავშირებით და თუ შერჩა პირობით დამტკიცებული მთავრობა როგორც რეალური და მოქმედი მთავრობა. არავინ ამ შეკითხვებს არ სვამს, არავის არ აქვს საერთოდ თეორიული გათვლაც კი იმის, რომ შეიძლება უბრალოდ გადააგდოს ბახტაძემ და შეირჩინოს ეს მთავრობა. დაბნეულობა ყველა მინისტრს ეტყობა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არცერთს არ აქვს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროცესს და თქვას, რომ არ მინდა და წავედი,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.