პრემიერობის კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები უკვე დაუსვეს.
დეპუტატებს მამუკა ბახტაძე შესვენების დასრულების შემდეგ უპასუხებს. კითხვების მოსმენამდე კი პრემიერობის კანდიდატმა სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრებს და დეპუტატებს სამოქმედო პროგრამა გააცნო.
ბახტაძეს კონკრეტულად არ უსაუბრია, თუ რომელ მინისტრებთან ერთად აპირებს ამ პროგრამის შესრულებას, თუმცა განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი „9 წელზე“ ფოკუსირებას არ მოახდენს.
„მთავარი გზავნილი არის ის, რომ არავინ არ აპირებს ფოკუსირებას იმ 9 წელზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ იმ ძირითადი გამოწვევების გადაჭრა, რაც არის ჩვენი ხალხის წინაშე. აქედან გამომდინარე პროგრამა არის კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული და მე ვისურვებდი, რომ იყოს წარმართული შინაარსობრივად,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.