7-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. კრიზისი საპატრიარქოში და მოსაყდრე შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება ის მთავარი საკითხები, რაზეც 46 მღვდელმთავარი იმსჯელებს. კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პირველად იკრიბებიან. არ არის გამორიცხული, უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს და მაღალ-ყოვლად-უსამღვდელოესი შიო პატრიარქის მიერ მინიჭებული სტატუსის გარეშე დარჩეს.
მღვდელმთავრები სავარაუდოდ გვერდს ვერ აუვლიან დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხსაც. შიდა თემების გარდა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება აქვს მისაღები საგარეო მიმართულებითაც. ქართული ეკლესიის წინაშე ახლა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დგას.