სინოდის სხდომაზე გიორგი მამალაძის საკითხის განხილვის პარალელურად სასამართლო დეკანოზის ადვოკატის, მიხელ რამიშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. უფლებადამცველი ცილისწამებასა და ღირსების შელახვის გამო მეუფე იაკობს უჩივის.
საქმე ეხება პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებას, რომელმაც მიხეილ რამიშვილი, გირგვლიანის საქმეში აგენტად დაასახელა. მიხელ რამიშვილი საკითხის შესწავლას ჯერ სინოდისგან ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ რაც საპატრიარქომ ადვოკატის განცხადება არ ჩაიბარა, მან სასამართლოს მიმართა.
"მოვითხოვ იმ ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას, რაც მაგან ჩემს მისამართით ბრძანა პირდაპირ ეთერში და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის გარკვეულ თანხას, რის გამოც მისი განცხადების საფუძველზე მე ძალიან დიდი ფინანსური პრობლემებიც შემექმნა,"-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.