სინოდის სხდომა დასრულებულია. როგორც სხდომის შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ განაცხადა, პატრიარქმა მეუფე შიოს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული საკითხი განმარტა.
„მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც იყო მოსალოდნელი და ყველაფერი არის ნორმალურად. განიმარტა მეუფე შიო დასახელებულია სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე შიოს არჩევა პატრიარქის თანამოსაყდრედ ლეგიტიმურია.
როგორც ცნობილი იყო, სასულიერო პირების ერთი ნაწილი პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ღიად აყენებდა.
როგორც მეუფე პეტრემ განმარტა, სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და ე.წ. "ციანიდის საქმეზეც" იყო საუბარი.
შვიდი თვის შემდეგ სინოდის სხდომა დღეს პირველად შეიკრიბა.