სინოდის წევრებს სხდომის დასრულების შემდეგ არ უსაუბრიათ იმ საკითხებზე, რომელიც თითქმის სამ საათიან შეხვედრაზე განიხილებოდა.
მხოლოდ ჭყონდიდელი მიტროპოლიტისგან გახდა ცნობილი, რომ სხდომის მთავარი თემა პატრიარქის თანამოსაყდრის ლეგიტიმაციის საკითხი, ასევე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი იყო. გარდა ამისა, მეუფე პეტრემ დაადასტურა რომ სხდომაზე „ციანიდის საქმესაც“ შეეხო საუბარი.
თუმცა სხვა სასულიერო პირები ამ თემებზე არ საუბრობენ. მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ "ციანიდის საქმე" საერთოდ არ განხილულა, ხოლო უკრაინის ავტოკეფალიაზე ზოგადი მსჯელობა შედგა.
„მეუფე შიო როგორც მოსაყდრე დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით და ერთი დიაკვნის კანონიზირება მოხდა, წმინდანად იქნა შერაცხული.
უკრაინის ავტოკეფალიაზე მოვისმინეთ ეს საკითხი დასმული არის, სწავლობს ეკლესია და ეს საკითხი იქნება დადგენილი“- განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
შეკითხვაზე იყო თუ არა საუბარი ციანიდის საქმეზე მეუფემ განაცხადა, რომ „მსგავსი არაფერი“ ყოფილა.
სინოდის სხდომა,რომელიც შვიდი თვის შემდეგ პირველად გაიმართა დასრულებულია. თუ რა გადაწყევტილება მიიღო სინოდმა ოფიციალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი.