"ქართული ოცნების" მმართველობით დაზარალებული მოსახლეობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სერთიფიკატების გაცემა დაიწყო. სერთიფიკატით, ოპოზიციური პარტია ვალდებულებას იღებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნება სპეციალური ფონდი, საიდანაც ბანკებით დაზარალებულ მოსახლეობას, ან პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულებს, ზარალს "ნაციონლური მოძრაობა აუნაზღაურებს. შეთანხმების სერთიფიკატი, ოპოზიციურმა პარტიამ დღეს 100-მდე დაზარალებულს გადასცა.