17 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
გარიგებული მატჩები - კალათბურთის მწვრთნელებმა სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის“ მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ და ამავე კლუბის თანამფლობელმა თემურ დათიკაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვეს.

მათ შეფარდებული 6 თვიანი სასჯელი სრულად მოიხადეს. საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ ხელმძღვანელები კვლავ მსჯავრდებულები არიან.

მათ 6 თვიანი რეალური სასჯელის შემდეგ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი უნდა მოიხადონ.

დღის ამბები