ტყიბულში, ქვანახშირის შახტში 5 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება და არა ბუნებრივ მოვლენას.
გაირკვა, რომ უბანზე, რომელზეც 6 ადამიანი დაიღუპა და სადაც ოფიციალური ვერსიით სამთო დარტყმა მოხდა, ცოტა ხნით ადრე ამფეთქებელთა ბრიგადა მუშაობდა.
დასკვნის მიხედვით, ტრაგედიის ადგილას სავარუდოდ რამდენიმე აფეთქებაც მოხდა, რადგან ბრიგადაზე გაცემული ასაფეთქებელი ნივთირებების ნაწილის მიკვლევა ვეღარ ხერხდება.
საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა კონკრეტული რეკომენდაციებიც შეიმუშავა და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების გამკაცრება ურჩია.
ჯგუფმა ტყიბულში მომხდარი უბედური შემთვევა პროფკავშირების მიმართვის საფუძველზე შეისწავლა.
საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა გაგვაცნო.