17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
რუსეთის საპატრიარქოს ეძნელება ამ საკითხის დადებითად გადაჭრა, მათ არ უნდათ, რომ მხარი დავუჭიროთ - მეუფე ანტონი უკრაინის ავტოკეფალიაზე საუბრობს 

წმინდა სინოდის სხდომის განჩინების გამოქვეყნებამდე 47 მღვდელმთავრის გუშინდელი შეხვედრის დეტალების შესახებ "კურიერს" ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ესაუბრა.

მეუფე ანტონის თქმით, შეხვედრაზე უკრაინისა და მსოფლიო საპატრიარქოს წინადადებებთან ერთად შეკრებილებმა მოისმინეს რუსული ეკლესიის პოზიციაც.

კითხვაზე ემხრობა თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ქართული ეკლესია - მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი, სავარაუდოდ, სინოდის მომდევნო სხდომამდე ჩამოყალიბდებიან.

„რუსეთის ეკლესიის, ილარიონის წინადადებასაც გავეცანით. აქედან მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის წინადადებას და რუსეთის საპატრიარქოს ეძნელება ამ საკითხის დადებითად გადაჭრა. ასე რომ ვთქვათ, მათ არ უნდათ, რომ მხარი დავუჭიროთ.

ჩვენ ინფორმაციის სახით მივიღეთ ეს, დანარჩენი გავიაზრეთ, ვიმსჯელებთ, მოვემზადებით შემდეგ სინოდის სხდომამდე,“-აცხადებს მეუფე ანტონი.

რაც შეეხება პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიოს, უწმინდესის განმარტებების მიუხედავად, მღვდელმთავრების ნაწილს მასთან დაკავშირებით კითხვები ისევ აქვს.

მეუფე შიოს უფლებამოსილების შესახებ საჯარო კითხვები სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე, ფოთელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა დასვა.

„მეუფე შიოს უფლებამოსილებები გაიმიჯნა, იმიტომ, რომ ერთ ტახტზე, ისევე როგორც ერთ ცხენზე ორი მხედარი არ იქნება. ერთ ტახტზე ორი მესაყდრე არ იქნება. ანუ მეუფე შიო შეასრულებს იმ ლოცვა-კურთხევას, რომელიც მისი უწმინდესობიდან ექნება,“-განაცხადა მეუფე ანტონმა.

დღის ამბები