17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ეს კანონო საქმე, უნდა გამოასწორონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით - მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმესა და სინოდის სხდომაზე საუბრობს 

წმინდა სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ე.წ. ციანიდის საქმეც იყო.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას დადებითად მიიჩნევს.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მიტროპოლიტის სიტყვები მიუთითებს, რომ სინოდის წევრების უმრავლესობა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნდა.

„უპასუხოდ დატოვება წმინდა სინოდის წევრების პოზიციისა არის უპატივცემულობა უკვე ეკლესიის და საპატრიარქოსი და როგორც მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ ეს შეცდომა უნდა აღიაროს სახელმწიფომ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს შეთითხნილი საქმე და უკანონო საქმე, უნდა გამოასწორონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით,"-აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

სინოდის სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ გუშინ ხელისულება ე.წ. ციანიდის  საქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მთავრობას შეახსენა, რომ მათ დიდი ბოროტება ჩაიდინეს.

დღის ამბები