მარნეულში 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ემჩნევა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის პრობლემა გახდა.
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.