17 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
კლუბ „ბასიანში“ შსს-ს თანამშრომლები შევიდნენ

კლუბ „ბასიანში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. „ბასიანის“ თანამშრომლების თქმით, შსს-ს წარმომადგენლები ოფისს ჩხრეკენ და დოკუმენტები მიაქვთ.

"ბაისანში" ჩხრეკის ფაქტს შსს „რუსთავი 2“-თან უარყოფს და აცხადებენ, რომ კლუბში ჩხრეკა არ მიმდინარეობს.

შსს-ის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები ოფისში ორივე მხარის შეთანხმებით იმყოფებიან და ამის შემდეგ გაფორმდება ოქმი.

კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში", სპეცოპერაცია 12 მაისს ჩაატარა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ დალუქული ღამის კლუბები გაიხსნა.

დღის ამბები