17 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
კომპანია "სვეტის" დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერს ულტიმატუმს უყენებენ

დაზარალებული მენაშენეების ულტიმატუმი თბილისის მერს - კომპანია „სვეტის“ დაზარალებული მენაშენეები კახა კალაძეს მათთან შესახვედრად სამდღიან ვადას აძლევენ.

ისინი კახა კალაძესთან შეხვედრას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.

კომპანია "სვეტის" დაზარალებულმა მენაშენეებმა სათაო ოფისის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

სამშენებლო კომპანიის ოფისი მათ დაახლოებით 20 საათის წინ დაიკავეს.

კომპანია „სვეტს“ თბილისში 4, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აქვს. მენაშენეების ინფორმაციით, საერთო ჯამში 1000 ზე მეტ დაზარალებულს დეველოპერულ კომპანიაში 300 მილიონ ლარამდე აქვს შეტანილი.

დღის ამბები