ზუსტად ეს მაღიზიანებს ქალბატონო ეკა, თქვენი გუნდისგან შავი პიარის აგორება რომ დაიწყეს ჩემს მიმართ - ამ განცხადებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მიმართა.
ზაზ სარალიძემ მიზანმიმართულ კამპანიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძმ თქვა, რომ გარკეული ჯგუფების მხრიდან არის ცმდელობა, მომხდარში ბრალის სიმძიმე მოკლულ მოზარდებზე გადაიტანონ.
მაგალითად კი მოკლული მოზარდის მამამ ის განცხადებები მოიყვანა, რომელიც აქციების დაწყების შემდეგ სხვადასხვა პირების მხრიდან გაკეთდა, როგორც სოციალურ ქსელში ასევე სხვა საჯარო სივრცეში.
როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, ყველა პირი, რომელიც მის და მისი შვილის დისკრედიტაციას ცდილობდა ან „ქართული ოცნების“ წევრია ან ხელისუფლებასთან არის დაახლოებული.
„ძირითადად, სამთავრობო წევრებიდან...თუნდაც დავით ოქიტაშვილი , რომელმაც განაცხადა, რომ ლევან დადუნაშვილი მოკლეს დავით სარალიძის გამო.
რას ნიშნავს ეს სიტყვები?- განაცხადი მაქვს შს სამინისტროში შეტანილი და იმედია მივიღებ პასუხს, რას გულისხმობდა დავით ოქიტაშვილი, როცა ამბობდა, რომ ლევან დადუნაშვილი შეეწირა დავით სარალიძეს.
ზუსტად ეს მაღიზიანებს ქალბატონო ეკა, თქვენი გუნდისგან შავი პიარის აგორება რომ დაიწყეს ჩემს მიმართ. ყველა ვინც გამოდის და ლანძღავს ჩემს შვილს პირდაპირ სტატუსებში ყველას აცვია ოცნების მაიკა და ყველა არის "ოცნების" წარმომადგენელი. ზუსტად ეს ჩემს გაღიზიანებას, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ გააკეთებს კომენტარს ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ზაზა სარალიძის და მისი ადვოკატის გამოკითხვა დასრულდა. კომისიის კითხვებს მეორე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები უპასუხებენ.