17 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
პოლიტიკური ჯგუფები იდგნენ სარალიძის პროტესტის უკან ეს სადებატო აღარ არის, გვარამიამ და პოლიტიკურმა პარტიებმა თავად ისაუბრეს ამაზე - ბესელია 

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია, მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ კომისიის შექმნის დღეს განაცხადა, კომისიის წევრებს შორის ეკა ბესელიას წარმოდგენა მისთვის მიუღებელი იყო, რადგან ბესელია მის დისკრედიტაციას ცდილობდა.

სარალიძემ საკუთარ პრეტენზიებზე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა. სარალიძემ მიმართვისას ეკა ბესელიას განუცხადა, რომ მის გაღიზიანებას ის იწვევდა, რომ მმართველი გუნდი, მის პროტესტს პოლიტიკურად მართულს უწოდებდა. 

ბესელიამ საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროცესების პოლიტიზირება ნამდვილად მოხდა და ეს უკვე საკამათო აღარც არის.

„რაც შეეხება იმ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც უკავშირდებოდა ჩემთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მგონი კომენტარი აღარ სჭირდება. გაირკვა ხო? რომ ეს იყო ძალიან ზოგადი განცხადება, რომ პოლიტიკური ჯგუფები რატომ ითქვა, რომ იდგნენ ამ პროცესის უკან .

ეს მგონი აღარ არის საერთოდ  სადებატო და სასაუბრო, იმიტომ რომ ამის თაობაზე თავად საუბრობდა გვარამიაც და ის პოლიტიკური პარტიებიც, ვინც სამწუხაროდ ცდილობდა, რომ ეს ტრაგედია გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისთვის“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები