ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაზარალებულთა გამოკითხვას სახალხო დამცველიც დაესწრო.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მას არ აქვს დიდი იმედი, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მკვლელობის ყველა მონაწილე დადგინდება, რადგან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ამოღებული არ არის.
ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია კომისიის ფარგლებში დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ დანაშაულში ან მის დაფარვაში.
„ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მიუხედავად მათი თანამდებობრივი სიმაღლისა, ვინც შეიძლება იცოდა, ან ხელს უწყობდა, ან ხელს აფარებდა გარკევული ინტერესების გატარებას ამ საქმეში, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი არ დაიხევს უკან თუ ასეთი რამ გამოიკვეთა. იმედია, რომ კომისიის ფორმატშიც მოხდება მსჯელობა.
ჩემი მოლოდინები რამდენად დავადგენთ თუნდაც ამ კომისიის ფორმატში მკვლელობის მონაწილე პირებს გართულდება, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ნაწილია რ არის ამოღებული და მხოლოდ ჩვენებით რამდენად შეიქმნება რეალური სურათი რთული სათქმელია. ალბათ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რატომ არ განხორციელდა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც იყო განსახორციელებელი და ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს“- აცხადებს ლომჯარია.