17 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება.

ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, ავტობუსები 07:00 საათიდან, ხოლო მიკროავტობუსები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით დროებით შეცვლილი მარშრუტებით იმოძრავებენ“.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

მერიის ინიციატივით, 24 ივნისს პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც. 



დღის ამბები