სტიქია ქუთაისში - ძლიერი წვიმის გამო, ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ეზოები დაიტბორა. რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა.
წყლის ამოტუმბვაში მოსახლეობას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ქალაქის მერი და გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი.
ისინი მოსახლეობას დამცავი ბორდიურის გაკეთებას დაჰპირდნენ.