სამშენებლო კომპანია სვეტის სათაო ოფისთან მესამე დღეა, დაზარალებული შიმშილობას აგრძელებენ. მენაშენეები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
დაზარალებულის საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო. მათ იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო სექტორიც გაუწევს.
მენაშენეები ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.
დაზარალებულები კომპანიის დირექტორებთან შეხვედრას ითხოვენ.
კურიერის ინფორმაციით, დღეს დილით მათთან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მივიდა, თუმცა, მოშიმშილეებმა მასთან შეხვედრა არ ისურვეს. დაზარალებულები მოითხოვენ, რომ ადგილზე კომპანიის დამფუძნებლები სრული შემადგენლობით მივიდნენ.
კურიერის ცნობით, გვიან ღამით კომპანიაში ფინანსური პოლიცია იყო შემოსული, მათ დოკუმენტაცია გაიტანეს.
როგორც ცნობილია, სვეტის ხელმძღვანელების - გივი ჯიბლაძისა და თორნიკე ჯანელიძის, წინააღმდეგ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული.
კომპანია სვეტის ბალანსზე დედაქალაქში ოთხი, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობაა.