მიშელ უელბეკი საქართველოშია - ცნობილი ფრანგი მწერალი დედაქალაქს გამთენიისას ესტუმრა და ამ წუთებში ის მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
უელბეკი საქართველოში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რამდენიმე დღით ჩამოვიდა.
25 ივნისს ის ქართველ მკითხველსაც შეხვდება.
60 წლის მწერალი ცნობილია სკანდალური რომანებით.