“რუსეთი ოკუპანტია!” - ამ წარწერის სტიკერების რუსთაველის გამზირზე გაკვრის გამო პოლიციამ ""ანტისაოკუპაციო მოძრაობის"" 10 წარმომადგენელი დააკავა.
ისინი დღის ბოლოს ორთაჭალაში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
მათ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული კანონდარღვევაა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში ახალგაზრდები გაათავისუფლეს.
მოუწევთ თუ არა მათ ჯარიმის გადახდა - გადაწყვეტილებას სასამართლო სავარაუდოდ დღეს გამოიტანს.