ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანთან - არსებული ინფორმაციით, 18 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, 18-ვე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. დაშავებულთა ნაწილი "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინკაში არიან გადაყვანილები.