წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ორ მათგანს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 11 დაშავებული ახალ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი, ხოლო 8 მკურნალობას მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადის.
დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ.
წეროვანთან ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.