17 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
დედაქალაქის მერმა ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსტრუქცია, ტურისტულ მარშრუტებზე დეკორატიული მოაჯირების და მდინარის ხეობის საყრდენი კედლის მოწყობაა დაგეგმილი.

სამუშაოების ნაწილი ორ კვირაში, ნაწილი კი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

„ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს ბოტანიკურ ბაღს და სჭირდება ინფრასტრუქტურულად მოწყობა, სჭირდება გალამაზება, ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს. მნიშვნელოვანია, ის, რომ ლაბორატორია, რომელიც მდებარეობს ბოტანიკური ბარის ცენტრში, გვინდა გადმოვიტანოთ შემოსასვლელში, რომ თვითონ მანქანების შემოსვლაც აიკრძალოს. ლაბორატორია, ადმინისტრაციის შენობა განთავსდება შემოსასვლელში.“- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები