17 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა 

წეროვანთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა. მცხეთის ახალი სამედიცინო ცენტრის მედიკოსების განცხადებით, ექიმებმა 29 წლის მამაკაცის გულის ამუშავება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

არსებული ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა. მას ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, კლინიკაში 10 პაციენტი რჩება და მკურნალობას გადის. მათგან ერთ-ერთი 4 წლამდე მოზარდია.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯამში, ორივე კლინიკა მომართა 19-მა პაციენტმა. მათ შორის, სამწუხაროდ, ერთ პაციენტთან დაკავშირებით იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები და გარდაიცვალა. ერთ კლინიკაში რჩება ამჟამად 8 პაციენტი, მეორე კლინიკაში 10 პაციენტი. მათ შორის არის ერთი ბავშვი, 4 წლამდე. ასევე, ერთი პაციენტი შეყვანილია საოპერაციოდ და მეორე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციაში,“ - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა ავთანდილ თალაკვაძემ.

სატვირთო ტრაილერი თბილისი-ქსნის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკრო ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა. ორ მათგანს ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები