გურიამ "არტ გენს" უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ლანჩხუთის რაიონის სოფელ არჩეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების გარდა, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, გაიმართა "შავფაროსნების" წარმოდგენაც. ფესტივალი გურიაში "ფრანის" კონცერტით დასრულდა.
"არტ გენი" 27 ივნისს წყალტუბოში გადაინაცვლებს.