17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში საზეიმოდ აღნიშნეს

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. ნავმისადგომთან შეკრებილ მეზღვაურებს, სტუდენტებსა და ღონისძიების სტუმრებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პროფესიული დღე მიულოცეს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მეზღვაურთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს ჯილდო გადაეცათ.

გარდაცვლილი მეზღვაურების პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვეს.

ცერემონიალის ბოლოს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ისტორიაში პირველად გემი „კადეტი“ პირველ საერთაშორისო ნაოსნობაში გაემგზავრა. 

დღის ამბები