17 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - "ევროპული საქართველო" მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა დღეს 15:00 საათზე განახლდება.  გაგრძელდება დეტექტივ-გამომძიებლისა და საქმის პროკურორის მოსმენა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, გუშინდელი საკმაოდ ხანგრძლივი სხდომის დასრულების შემდეგ, მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

გარდა ამისა კაპანაძის განცხადებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო კონფლიქტის დროს კიდევ ერთი მოზარდის დაჭრის შესახებ, თუმცა მისი გამოძიება არ მომხდარა. დღესვე სერგი კაპანაძე სხდომაზე დააყენებს საკითხს, რათა კომისიამ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშაოს.

„ჩემს მიერ იქნება შეთავაზებული კომისიისთვის, რომ ჩვენ მივმართოთ რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. გ.მ. იქნა დაჭრილი 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, თუმცა ამ კუთხით არც საქმე ყოფილა საქმე გამოყოფილი და არც გამოძიება ყოფილა წარმოებული და მეორე ეს არის ერთ-ერთი მოზარდის ასევე მ.კ.-ს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არსებობს საქმეში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

განსხვავებულია „ქართული ოცნების“ წევრების დამოკიდებულება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველო“, რომელიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები