17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
საგზაო უსაფრთხოება - არასამთავრობო ორგანიზაციები ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ

საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება.

2017 წელს სულ 2605 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სიკვდილით 322 დასრულდა.

კიდევ უფრო მეტია 2018 წლის პირველი 3 თვის სტატისტიკა და გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს უკვე 3 პროცენტით აჭარბებს.

1015 შემთხვევიდან წელს 66 გარდაცვალებით დასრულდა.

„კონკრეტულმა უწყებამ, კონკრეტულმა თანამდებობის პირმა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკაზე, როგორც საგზაო პოლიტიკაზე, ასევე  საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე, ზოგადად ტრანსპორტის უსაფრთხოების პოლიტიკაზე. მან უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი ხედვა, გააანალიზოს პრობლემა, გათვალოს პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც შემდეგ განახორციელებს შს სამინისტრო,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია «საზოგადოებრივი ინიციატივას» წევრმა ვასო ურუშაძემ.

დღის ამბები