17 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ბახტაძის ბოლო შენაძენი - ენმ აუდიტის სამსახურს ფინანსთა სამინისტროს შესყიდვით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებენ დაადგინოს, რამდენად მიზნობრივად დახარჯა ფინანსთა სამინისტრომ 30 მანქანაში, 2 მილიონი ლარი.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, 30 ავტომობილი ფინანსთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ შეისყიდა.

საქმე ეხება ტენდერის საშუალებით ავტომანქანების შესყიდვას. ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მანქანების შესყიდვის დროს ფინანსთა მინისტრი ჯერ კიდევ მამუკა ბახტაძე იყო.

„როცა პრემიერ მინისტრი საუბრობს, რომ ხარჯებს შეამცირებს ბიუროკრატიას შეამცირებს , ფინანსთა სამინისტრომ იყიდა 30 ავტომანქანა, რომელშიც 1 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯა და ერთ ავტომობილში იხდის 55 ათას ლარს. სახელმწიფო აუდიტს აქვს ერთი ამოცანა, გაარკვიოს რამდენად მიზნობრივი იყო ეს ხარჯი , რატომ გახდა საჭიროება იმის, რომ  2 მილიონი ლარი დაგვეხარჯა ავტომობილებში“ - ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები