პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და პარტიებისთვის დახარჯული ფულის კანონიერება - დისკუსია აუდიტის სამსახურის ინიციტივით იმართება.
კონფერენციას 10 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება და მესამე სექტორი ესწრება.
აუდიტის სამსახურის შეფასებით, არსებულ გამოწვევებს კიდევ რამდენიმე დაემატა ეს არის სოციალური მედია და კრიპტოვალუტა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კრიპტოვალუტით პარტიების დაფინანსების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა- რაც შეეხება სოციალურ მედიას, საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია დაფინანსებული გვერდების მომრავლება რომელთა კონტროლი შეუძლებელია.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ საქართველოში პარტიების დაფინანსების საკითხი პრობლემურია, ნატროშვილი მაგალითისთვის, იმ დარღვევებზე საუბრობს, რომლებიც პარტიების დაფინანსების კუთხით აქამდე გამოვლენილა.
„გარიგებები უკანონო შემოწირულობების კუთხით და უკანონო ფინანსების მოძრაობის მხრივ კვლავ პრობლემურია საქართველოში.
ორი შემთხვევა გამოიკვეთა, პირველი - პრემიერთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც მან აღიარა, რომ 2012 წელს მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობების განხორციელების უკანონო სქემაში იყო ჩართული და მეორე, როცა ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ პარტიას გადასცა ნახევარი მილიონი ლარი“-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
აუდიტის სამსახურის როლზე საუბრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი კოვზანაძის თქმით, აუცილებელია, პოლიტიკაში ფულის შემოდინება გამჭვირვალე იყოს.
„რამდენადაც შესაძლებელია, მაქსიმალურად უნდა იყოს გამჭვირვალობა დაცული პოლიტიკაში პარტიების დაფინანსების კუთხით, პოლიტიკური პარტიების ფულის წარმოშობის წყაროები როგორ შეიძლება იყოს გამჭვირვალედ შენარჩუნებული. სახელმწიფო აუდიტის ფუნქციები არის უმნიშვნელოვანესი“-ამბობს კოვზანაძე.