17 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
„ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი ანდერსენის ზღაპრებს, შემდეგ ბოდლერის პოეზიამ გამიტაცა“ - მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკის და ქართველ მკითხველის შეხვედრა რუსთაველის თეატრში გაიმართა. ფრანგმა მწერალმა , რომელიც არაერთი ცნობილი და სკანდალური რომანის ავტორია, ახალგაზრდობაზე, გატაცებებზე და საკუთარ ნამუშევრებზე ისაუბრა.

უელბეკთან კითხვის დასმის საშუალება სტუმრებსაც ჰქონდათ. მწერალმა მათ ყველა შეკითხვას უპასუხა.

„ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი ანდერსენის ზღაპრებს, შემდეგ ბოდლერის პოეზიამ გამიტაცა. 15-18 წლის ასაკში პასკალის კითხვა დავიწყე, მისმა აზრებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემზე, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პასკალი საკმაოდ აგრესიულია და თამამი ავტორია. მე მას დღესაც ვკითხულობ. როგორც მკითხველს, უფრო მეტად მამახსოვრდება ისეთი მწერლები, რომლებსაც გამოხატვის მოკლე ფორმა ახასიათებთ. ბუნების აღწერა არის ის სფერო, სადაც ლიტერატურამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ჩემთვის კონკრეტული თემების განვრცობა მეორე ხარისხოვანია, მთავარი პერსონაჟების აღწერაა,“- განაცხადა მიშელ უელბეკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები